ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელიც სასამართლო დარბაზში აქვს გადაღებული საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ფოტოზე ორივე მათგანი იღიმის.
„ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო“, წერს ნიკა გვარამია. შეგახსენებთ, ეს არის ცნობილი პოეტის, უოლტ უიტმენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსი, რომელიც 1865 წელს დაწერა და ის ამერიკის პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის მკვლელობას მიუძღვნა.
„ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო“ – ეს ფრაზა შეიძლება გახსოვდეთ ცნობილი ფილმიდან „მკვდარ პოეტთა საზოგადოება“, სადაც მთავარ როლს რობინ უილიამსი ასრულებს.