ფოთში ქალს მე-10 შვილი შეეძინა

ფოთის ცენტრალური საავადმყოფო „ბომონდში“ ქალს მე-10 შვილი შეეძინა, – ინფორმაციას საავადმყოფო Facebook-გვერდზე ავრცელებს.

„დღეს პრინცესა ვერიკომ და 10 შვილის გმირმა დედამ, კლინიკის ადმინისტრაციისგან და ნეონატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუ გაბედავას მიერ გადაცემული საჩუქრებით დატოვეს ჩვენი კლინიკა. ვულოცავთ მშობლებს უფლის საჩუქარს“, – აღნიშნულია საავადმყოფოს Facebook-პოსტში.