ცნობილი კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი სკანდალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს და იმ რთულ პერიოდს იხსენებს, როდესაც კარიერა დაიწყო.
“მე ბათუმიდან ჩამოვედი 1999 წელს. მაგ დროს გაჭირვება იყო, ვიცოდი ნიჭიერი გოგო ვიყავი, მაგრამ მაგით პურს ვერ ვიყიდდი და ამიტომ დავიწყე ბაქლავების გამოცხობა, თითო ნაჭერს 75 თეთრად ვაბარებდი.
ცოტა გაბრაზებული ვარ, მაგრამ ვეცდები ლაითად გამოვხატო. ეს ბაქლავები რომ ვაცხვე და ვაბარე, 2000 წლის საახალწლო კონცერტის დროს როცა “გაიღიმეს” მოვუსმინე, ჩემს თავს შევპირდი, მაიკო შენ ბაქლავას აღარ გამოაცხობ და ერთ წელიწადში ყველა იმ მომღერალს ექნება შენი სიმღერები, ვინც ამ გადაცემაში ნახე-მეთქი. ასეც მოხდა.
ყოველთვის, ყველა მომღერალს უჭირდა ავტორის ხსენება, რატომღაც ეგონათ, რადგან იმღერებდნენ თვითონ იყვნენ ყველაფერი. ერთადერთი ლელა წურწუმიას და ნინი ბადურაშვილს არ ეშლებოდა ეს.
ცხოვრებაში არავის აღარ დავუწერ სიმღერას, თავიდანვე ყველაზე კარგად სიმღერა შემეძლო, მაგრამ 200 კილო ვიყავი, ვფიქრობდი სცენას არ მოვუხდებოდი და ეს გადავულოცე სხვებს” – ამბობს კაჭკაჭიშვილი ვიდეოში.
მაიას ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით კომპოზიტორმა სკანდალური მიმართვის მიზეზიც დაასახელა და მეორე ვიდეო ჩაწერა.
“ნუცა ბუზალაძემ ჩემი სიმღერით მოიგო იურმალა, 70 000 დოლარი აიღო პრიზად და პატარა იები, ან ბამბანერკაც არ გახსენებია. ასე, რომ ამაზე მაქვს საუბარი. შემსრულებლებს მოექეცით ისე როგორც საჭიროა და ავტორებს ისე როგორც საჭიროა”.