გივი სიხარულიძე ჟურნალ „გზის“ შეკითხვებს პასუხობს მიხეილ სააკაშვილის მმართველობასთან და ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს აქვს წაყენებული.
გივი სიხარულიძე აღნიშნავს:
„ჩემი ნება რომ იყოს, მარტო კოსტიუმების შეძენის, ბოტოქსის ან სამედიცინო პროცედურების გამო. ყოფილ პრეზიდენტს ხმასაც არ გავცემდი. ღმერთმა მოახმაროს! რატომ? – მას დაშლილი ქვეყანა ჩაბარდა, რომელსაც ფეხზე დაყენება სჭირდებოდა და ის ამას ცდილობდა, მაგრამ მის მმართველობას ერთი სერიოზული ხარვეზი ჰქონდა: სააკაშვილმა შექმნა კანონები, რომელიც მერე თვითონვე დაარღვია, არადა, კანონი მაშინ არის კარგი, როცა მას ყველა იცავს. თუ შენს მიერ შექმნილ კანონებს დაარღვევ, რასაკვირველია, ხალხი ამას არ გაპატიებს…“