ქათამი სახელად მონიკა, ბოლო ხუთი წელია ფრანგი მოგზაურის, გიღექ სუდის ერთადერთი თანამგზავრის ფუნქციას ითავსებს
სუდიმ და თავგადასავლების მოყვარულმა ქათამმა მოგზაურობისას 130 დღე არქტიკაში გაატარეს, გადაურჩნენ 15 მეტრიან ტალღებს, არაერთხელ გადაუტრიალდათ ნავი, რამდენიმე დღე კანადის საპატიმროშიც გაატარეს. ფრანგი მოგზაური ყველაზე ახალგაზრდა მეზღვაურიც გახდა, რომელმაც წყნარი და ატლანტის ოკეანეების ყველაზე რთული მარშრუტები საუკეთესო მეგობართან ერთად გადალახა