იტალიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ლაურა ემრაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ემიგრაციის რთული გზა გაიარა და ხელმეორედ გახდა ექიმი.
“ათი წელი დასჭირდა, ჩემი რეალური მიზნის მიღწევას, ათი ტკივილიანი და დარდიანი წელი….
სიხარულს ვერ დავარქმევ, ჩემს დღევანდელ მდგომარეობას, მაგრამ ჩემს ოჯახის, ჩემს ახლობლების სიხარულს ვუერთდები მეც!
მადლობა დიდი მოთმინებისთვის, გვერდში დგომისთვის, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს: ნიკას და ანას, ჩემს ნათესავებს, მეგობრებს, რომლებიც თავდაუზოგავად მაძალებდნენ დაწყებული საქმის დაბოლოებას!!
დღეს მე ვარ, ჩემი ათი წლის წინანდელ ამპლუაში, მხოლოდ ჩემი სამშობლოს გარეთ, უცხო მიწაზე!
მადლობა უცხო ქვეყანას, იტალიას, ჩემი პროფესიის აღიარებისთვის და იტალიელი მედიკოსების გვერდში დაყენებისთვის!!!
მიყვარხართ ყველა!!”, – წერს ექიმი.