უელსის ქალაქ კარდიფში სასამართლომ 31 წლის რეციდივისტს, სემუელ მალიგანს უკანონო შეღწევით ქურდობისთვის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მალიგანი ერთ-ერთ რესტორანში გასაქურდად შევიდა, თუმცა დივანზე ჩაეძინა. დივანზე მძინარე ქურდი დილით რესტორნის თანამშრომლებმა იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს.
მალიგანმა ბრალი აღიარა და ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის პროგრამაშიც ჩაეწერა. საერთო ჯამში მას 60-ზე მეტი კანონდარღვევა აქვს ჩადენილი.