“სულ სხვა ცხოვრება და ემოციები მქონდა, უცბად გავხდი დედა” – სოფო ნიჟარაძე პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა (ვიდეო)

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ შვილის, ელის მარიას შესახებ პირველად ისაუბრა საჯაროდ მარინა ბერიძის მუსიკალურ რუბრიკაში, მისი თქმით დედობამ ძალიან შეცვალა… მისი ხმის ტემბრიც კი შეცვალა დედობამ.

“უცბად დედა გავხდი, დედა -სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყველაფრით, რადგან მე ვიყავი ყველაფერი. რა თქმა უნდა, დედა ძალიან მეხმარება, მაგრამ მე ვზრდი და ამიტომ სრულიად სრულფასოვნად ვარ ჩართული. ამან, რა თქმა უნდა, შემცვალა როგორც ადამიანი, როგორც მომღერალი, როგორც არტისტი და ხმაში ტემბრიც კი შეიცვალა, სხვა განწყობაა. ალბათ აუხსნელია სიტყვებით, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერებაა ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, აისახება ადამიანზე, მოუყვა მაყურებელს მომღერალი.