ტელეჟურნალიტი ვიკა ბუკია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი ბოლოდროინდელ ინიციატივებს ფეისბუქპოსტით ეხმიანება:
,,სხვათა შორის, მე სალომე ზურაბიშვილმა მაშინ გამაკვირვა სასიამოვნოდ, როცა კოვიდშეყრილს, სრულიად შეშინებულს სიმბოლური საჩუქარი გამომიგზავნა პალატაში. ამ ქვეყანაში მოიკითხო კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის ჯანმრთელობა, დიდი ამბავია. საშუალო სტატისტიკურ ქოცზე მაღლა დგომას მაინც ნიშნავს.
და ისე, სერიოზულად, მე სულ ვამბობდი, რომ მისი მართვა არ იქნებოდა მარტივი. მეტიც, შეუძლებელი. პაპუაშვილი კი არაა, ან მდინარაძე. მოგწონთ თუ არ მოგწონთ (და უფრო ხშირად არ მოგწონდათ). ფაქტია, რომ ხასითს სულ ავლენდა”.