“ჯორჯიან თაიმსის” პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ მაკა რაზმაძის გადაცემაში, რომელიც დღეს გარდაცვლილ რეზო ამაშუკელს ეძღვნებოდა, რობერტ სტურუა ლოგინიდან ჩაერთო:
მაკა რაზმაძე:
-მე ვიცი, რომ თქვენ ცუდად ხართ და დიდი მადლობა, რომ მაინც ძალა გამონახეთ და გვერთვებით პირდაპირ ეთერში…
რობერტ სტურუა:
-ხო, იმიტომ კი არ ვწევარ, რომ ცუდადა ვარ, რაღაც ავიცერი და ოდნავ რაღაცა… მოვლენები… დამეწყო და ვიბანავე და ამიტომ ვარ ახლა ლოგინში. მაპატიოს ყველამ.