მსახიობი მანანა აბრამიშვილი თავის მეგობარსა და კოლეგაზე, ნიკა ქაცარიძის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მსახიობი წერს:
,,ნიკუშ, დღეს შენი მეგობრები შენებთან მივედით. შენი პატარები თამაშობდნენ. მარიტუნა ჩემკენ გამოიქცა, ჩამეხუტა და უცებ მითხრა, მე მამა აღარ მყავსო. ბავშვი ხელში ავიტაცე და გაქვავებული ვიდექი. ვერ მივხვდი, რა მეპასუხა. მარიტუნა მიყურებდა და პასუხს ელოდა. თითქოს ჩემთან ამოწმებდა, მართლა აღარ იყო მისი მამიკო?
ღმერთო, როგორ დავიბენი, გავშრი. მეგონა, გული გამისკდებოდა. ძლივს ვუპასუხე, მარიტუნა, შენ დედიკო გყავს, მამიდა, ბებიები, დეიდები, ბიძიები, შენი მამიკოს ბევრი მეგობარი. მარიტუნა, იცი, ჩემს შვილებსაც აღარ ჰყავთ მამიკო-მეთქი…
ღმერთო, რა სასწაულად მიყურებდა და მისმენდა. მერე ისევ მითხრა, არა, შენ ვერ მიხვდი, მე მამა აღარ მყავსო. ჩავეხუტე ისევ. ცოტა ხანში მაგრძნობინა, გამიშვიო. ძირს დავსვი და გაიქცა სათამაშოდ. ნინომ ცრემლიანი თვალებით მითხრა, ასეთი რამ პირველად თქვაო. ღმერთო, როგორ გავუძლოთ, ნიკუშ, ამ ყველაფერს?”.