მუსიკოსმა რიჩარდ კოლსონ ბეიკერმა, იგივე Machine Gun Kelly-მ, “ტრანსფორმერების” ვარსკვლავს, მეგან ფოქსს, ხელი სთხოვა. მედიაში ყოველივეს “სისხლიანი ნიშნობა” უწოდეს, რადგანაც როგორც მეგანი წერს, მათ “ერთმანეთის სისხლი დალიეს.”
წყვილმა ნიშნობის ამსახველი ვიდეო “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა, სადაც ულამაზესი ნიშნობის ბეჭედი ჩანს, რომელსაც ოვალური ფორმის ბრილიანტისა და ზურმუხტის თვლები აქვს.
“ვიცი, რომ ტრადიციის მიხედვით, ბეჭედს ერთი თვალი უნდა ჰქონდეს, მაგრამ სტივენ ვებსტერთან ერთად მოვიფიქრე ამგვარი დიზაინი: ზურმუხტი მეგანის დაბადების ქვაა, ბრილიანტი კი – ჩემი.
ორივე ქვა ეკლებითაა გარშემორტყმული და ისინი ერთმანეთთან ერთდებიან, თითქოს ერთი სულის ორი სხვადასხვა ნახევარია და საბოლოოდ, გულის ფორმის ხდება”, – ამბობს ჰოლივუდის ვარსკვლავის საქმრო.