ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი დარეჯან ლიპარტელიანი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გია შარაშენიძის პოსტს ეხმაურება.
“ახლა, მართლა მაინტერესებს, იმ ხალხის აზრი, ვინც ნოდარიკო მელაძის ნიჭიერებაზე, პოსტებს, პოსტებზე რომ წერდით და განსხვავებულ აზრს, ვინც კი გამოვთქვამდით, როგორი დაბალი დონე ვიყავით და როგორ ფრთებს ასხამდით, ამ ქვეყნის გარეწარს და გახრწნილ ჟურნალისტს, – ნოდარიკო მელაძეს, რომელმაც ნაცებთან სიამტკბილობაში, კარგა ხანია ჭიპი რომ მოიჭრა და ახლა, ეტყობა, ქვეყნის ორგულობასა და ღალატში სურს ჭიპის მოჭრა?! … ახლა ალბათ, მხოლოდ იმის დროა, რომ ვუთხრა მას, – ნოდარიკო შვილო, წაი ახლა შენს სახლში, კარგად იკვებე, კარგად გამოიძინე ფა შენგან, კი უნდა მიხვდე, აწი, არასდროს კარგი ჟურნალისტი არა, მაგრამ კარგი მშენებელი, თუ არა, კარგი დამანგრეველის სახელით მაინც მსურს, დაამახსოვრდე ქვეყანას, რადგანაც ეს უკანასკნელი, მართლა ყველაზე კარგად გამოგივიდა, მართლაც რომ კარგად მიანგრ- მოანგრიე, ტვ პირველის, ისედაც ნაკლული იმიჯი და რეიტინგი.. მართლაც რომ ჩაგეთვალა ნოდარიკო😀თუმცა, ტვ – ს დამანგრეველის სახელი სჯობს, ვიდრე ქვეყნის მოღალატედ და “შპიონად” მოგიხსენიონ ადამიანებმა…არადა, რა რიხით დაიწყე. ნიკა გვარამიასგან “გაქცევა” ??😀, თუმცა, დღემდე იქ, “მთავარზე” ხარ😀რაც მართალი, მართალია, მთავრის საქმეს აკეთებ და აგრძელებ დღემდე😀 ვიტყვი იმასაც, რომ, თვით ინგა გრიგოლიასაც კი დაბურძგლა სიამოვნებისგან, როცა შეიტყო რომ მთავარს ტოვებდი და ტვ პირველში მოდიოდი სამუშაოდ😀( დ. ლ.) პ.ს. ვიცი ნოდარიკო ერთი რამ გადასარევად, მთავარი როლი მაგრად და ბრწყინვალედ რომ შეასრულე, ისიც ვიცი, თრენინგი შენზე მაგარ ნაძირალასთან რომ გაიარე, მაგრად რომ იხეირე ისიც ვიცი, მაგრამ უბრალოდ ახლა ყველაზე მთავარის გარკვევას ვცდილობ, მთავარი რეჟისორი და “ხეირის” დამფინანსებელი ვინ იყო, ეს მაინტერესებს😀…აბაა, შენ როგორც ჟურნალისტი, უკვე რომ გარდაიცვალე, ეს, უკვე ვიცი და გულწრფელად გითანაგრძნობ!” – წერს ჟურნალისტი.