რუსეთში, სახალინის ოლქში, 10 წლის გოგო სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როცა ძლიერი თოვა დაიწყო და გზას ვეღარ აგრძელებდა. თოვლს თან ერთვოდა ქარი, რომლის სიჩქარეც 80 კმ/სთ-ს აღწევდა, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
მას შემდეგ, რაც გოგო სახლში არ დაბრუნდა, მშობლებმა და ადგილობრივებმა მისი ძებნა დაიწყეს. ერთ-ერთმა მოხალისემ, რომელიც ბავშვის ძიებაში ჩაერთო, ის მეორე დილით იპოვა. გოგო ძაღლისთვის შემოღობილი გალიის გარეთ იჯდა და, გასათბობად, ცხოველს ეხუტებოდა.
გამოსაკვლევად, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.