მომღერალი მიშო სულუხია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დღეს ამერიკის საელჩოსთან, შუქნიშანზე ვიდექი და ნახირმა ჩაიარა. მშვენივრად მოსუქებულმა ძროხებმა 😂 ფოტოს გადაღება ვერ მოვასწარი, სიტყვაზე მენდეთ 🤟😍
მესმის, რძის ნაწარმი და ყველი აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ თვითონ ეს სურათი ისეთი შთამბეჭდავი და უნიკალური სატირა იყო , რომ გამახსენა, ჩვენი, როგორც სახელმწიფოებრივი მოთხოვნები, პროტესტი , ღირებულებები, თავმომწონე ქმედებები, მისწრაფებები თავად ამერიკისკენ და ამ დროს საელჩოს შესასვლელთან ნახირი მოდის 🤟😂”