1990-იანების ვარსკვლავი ბრიჯიტ ფონდა 2009 წლის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

მსახიობი ბრიჯიტ ფონდა პაპარაცებმა 2009 წლის შემდეგ პირველად დააფიქსირეს, – ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

58 წლის ფონდა ლოს ანჯელესში, მეუღლესთან – დენი ელფმენთან და 17 წლის ვაჟთან – ოლივერთან ერთად იყო.

მსახიობი ბოლოს საჯაროდ 12 წლის წინ, კვენტინ ტარანტინოს „უსახელო ნაბიჭვრების“ პრემიერაზე გამოჩნდა.

ბრიჯიტ ფონდა, 2002 წლამდე, ვიდრე მსახიობის კარიერას მიატოვებდა, მონაწილეობდა ფილმებში: „მარტოხელა თეთრი ქალი“, „დრაკონის კოცნა“, „ტბა პლასიდი“, „ექიმი ჰოლივუდი“ და მრავალი სხვა.