“სპარში ვიმუშავე ერთი დღით 50 ლარად! არაღირსეულ ფულს ჩემს შვილებს არ მივუტან”

ბესო ზანგურმა ფეისბუქში დაწერა:

“ტვ-პირველის და #ტილნოდარამელაძეს და ტილი ზონდერ ჟურნალისტების გასაგებად მინდა დავწერო:
5 შვილის მამა მხოლოდ მსახიობის ხელფასით ვერ გავჩერდები… თქვენმა მოძალადე და გიჟმა პრეზიდენტმა რომელიც ძალადობასა და გარყვნილება, ფულის გახარჯვასა და სამშობლოს ღალატისთვის იხდის სასჯელს, ისე ააწყო სისტემა,  რომ მაშინდელი ბლოკი დღეეემდე მყარად მადევს…
როგორც კი თეა მოვიდა მინისტრად და სიმპატია დავაფიქსირე, ძალადობა შემტენეთ და პროგრამები წააყვანინეთ შემტენთ! არასოდეს არავის კმაყოფაზე არ ვყოფილვარ და მიმუშავია ბევრ ადგილას, მე არ მესმის, რატომ მირეკავს ვინმე ეკო, დღეს კი მეკო.

დიახ, მტვირთავადაც არ დავიზოგავ თავს, არც სასაფლაოზე და არც მერიაში, არც თვითმფრინავში…არც ტაქსზე… დღეს სპარში ვიმუშავე ერთი დღით 50 ლარად!!!! ასე ვარ, რა ვქნა, ოჯახი, შვილები ქირა დედა ლოგინად.. ჰო…. არის… მოკლედ და მაგრამ თქვენგან განსხვავებით არაღირსეულ ფულს ჩემს შვილებს არ მივუტან, რასაც თქვენ და თქვენი ტილი ზონდერები აკეთებენ, ვითომ ჟურნალისტები!!!”