იტალიაში მოღვაწე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე თიანეთის ყოფილი მერის და ყოფილი პარლამენტარის, თამაზ მეჭიაური გარდაიცვალალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“კაცი, მაგარი კაცი აღარააო, ამბავი მოვიდა.
კაცი, რომელსაც პოლიტიკოსობამაც კი ვერ შეაცვლევინა ვაჟკაცური ცხოვრების ნირი…
არ გიცნობდი, თამაზ. პირადად არ გიცნობდი – რაც ჩანდი, კაცობის და ვაჟკაცობის საზომი იყავი ყველგან და ყოველთვის.
ვიზიარებ მეჭიაურების ტკივილს.
ღმერთმა გაანათლოს თამაზის ვაჟკაცური სული!”, – წერს ნერგაძე.
თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში, კორონავირუსით გარდაიცვალა.