დიზაინერი გიორგი მასხულია ამჯერად ცუდი ამბით მოექცა ყურადღების ცენტრში, ის სამმა მამაკაცმა სცემა. გიორგი მასხულია მოდის ბიზნესში 13 წლიდან ტრიალებს.,,სარკესთან” ის თავის ცხოვრებაზე საუბრობს.
– ხშირად აღნიშნავთ ხოლმე, რომ დედამ, ჟურნალისტმა ლანდა მასხულიამ, დიდი როლი ითამაშა, გზა გაგეკვლიათ. რას გასწავლიდათა, როგორ გზრდიდათ?
–პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ,,სარკე” საქართველოში უკარგესი ჟურნალია, ნამდვილი ბრენდი! დედა ჩემი ხერხემალია, განსაკუთრებული ადამიანი. 10 წიგნის ავტორია,ასევე – ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი.ის ყოველთვის კარგ წრეში ტრიალებდა, მწერლებთან, მსახიობებთან, რეჟისორებთან, პოლიტიკოსებთან.ამ წრეში გავიზარდე.
– არასოდეს ლაპარაკობთ მამაზე…
– მშობლები 20 წელზე მეტია, გაშორებულები არიან. იმდენი დრო არ მაქვს მამასთან გატარებული,რამე მოვყვე. კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მასთან ისეთი ვერ ვიქნები, როგორიც დედასთან.
– ამიტომ ხართ დედის გვარზე?
– დედაჩემს ძმა ჰყავს გარდაცვლილი და ბაბუას თხოვნა იყო, მისი გვარი მქონოდა.
– პროფესიით იურისტი ხართ. როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავებული სფერო – მოდა?
– კიევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. ბავშვობიდან მოდელობა და დიზაინერობა მინდოდა,
– ასეთ ახალგაზრდა ასაკში როგორ გახდით მწერალთა კავშირის წევრი?
–ორი წიგნი მაქვს გამოცემული. ერთი მივუძღვენი დედაჩემს და მეორე ყველაფერზეა – ავტობიოგრაფიაა, ჩემი ლექსები, ჩანახატებია.
– პოპულარობისთვის რაიმე ხმები საკუთარ თავზე გაგივრცელებიათ?
–არაფერი მაქვს მოგონილი,სკანდალები კი დამიდგამს. მაგალითად, 2015 წელს ტრანსგენდერი დავარეგისტრირე კონკურსზე, როგორც გოგო.
– მატერიალურად უზრუნველყოფილი ხართ?
–მაქვს პატარ-პატარა ბიზნესები.
– როგორი ხართ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში?
– ,,სად ხარ? აბა, ფოტო გადაიღე”… – საშინლად ეჭვიანი ვარ. თუ ჩემი პირადი დანგრეულა,მე ვყოფილვარ მიზეზი.