“შემომივარდებით და ხომ იცით, თქვენ მე ნერვს ვერ მიტოკებთ”

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია, სოციალურ ქსელში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს:

“მიჰას რომ ეძახიან. შემდეგ მისი ლანდის დანახვაზე გისოსებიდანაც კი ცოტა რომ აჟრიალებთ, მხოლოდ შიშით არა – დამიჯერეთ პატივისცემითაც… შვილების დატოვების რომ ეშინიათ ბაღში, პარკში, და რომ იძახიან “ხო, ახლა ვერ ვგრძნობ თავს ისე დაცულად, მაგრამ ეგეც აღარ ყოფილიყო, კაცოოოო?”- “და რის ხარჯზე?”, (რაც მთავარია იერით ყველა ერთმანეთს გავს) “ცვეტში ხალხს რა გაუკვირდა ეს წინსვლა?”, “აღარ იყო დროოოოოო?”

და თან საბოლოოდ ყველა აპოლიტიკურია. მაგრამ ერთი ძველი ბიჭი, ერთი კანონის დამრღვევი და ერთი ყაჩაღობით შემდგარი “ბიზნესმენი,” ყველას გვყავს გარშემო და “ანუ ჩემიანს იცი რა უქნააა?? ჩემი ბიძაშვილის მეზობელს…”

მოკლედ… მიშა მალე გამოდი! შენი გამარჯვებებიც გვახსოვს, თანაც გლობალური და შენსავით მასშტაბური. შენი ბოდიშიც გვახსოვს და წარსული შეცდომების აღიარება და შენი ქვეყნისთვის სამარცხვინოდ დაპატიმრებაც. “თითო კაცს, თითო კიდური რომ ეჭირა” – პატივისცემის ნიშნად…

შემომივარდებით ვოლზე და ხომ იცით, თქვენ მე ნერვს ვერ მიტოკებთ “, – წერს შარანგია “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.