“დედაჩემს ლაპარაკი აღარ შეუძლია და ჩუმად ილოცებს თავისი ხალხისთვის… ღმერთო, ყველა დაიფარე დიდი ბოროტებისგან”

ანი გიუნტერი უკრაინაში დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ცხოვრებიდან ერთ ამბავს იხსენებს და წერს:

„გასკდა გული… ჩერნობილის ტრაგედიის დროს ჩვენი უკრაინელი ნათესავები ჩვენთან ცხოვრობდნენ, მათ შორის იყო ერთი პატარა გოგო ვიტა. არასდროს დამავიწყდება მისი თვალები და ეს დრო..

ბებიაჩემი, გამოუსწორებელი ოპტიმისტი, ომგამოვლილი და გაკულაკებული ქალი, რომლის ღიმილი სახეს მხოლოდ ერთი ფრაზის მერე ტოვებდა:

-Лишь бы войны не было!

დაიწყო ომიც, დამთავრდება მალეო, გვანუგეშებდა. შუქი ჩაქრებოდა, ალბათ ეკონომიას აკეთებენ უფრო კაი დღისთვისო, აი, ახლა მოვა და ნახეთ, როგორ გაგვიხარდესო, გვახალისებდა)

აივანზე თაყვანისმცემელი ამომიცოცდა, დამადგა პოლინა და რომ არ ეჩხუბა მოაძახა:

– უი, ნინოოო ,это ты?😃

მოკლედ, სიცოცხლეში ვერ ვათქმევინეთ ვერავისზე ცუდი მაშინაც,როცა ესმოდა ფრაზა გერმანელების მხრიდან:

-Вот дошли наши до Берлина

 

და როცა კითხულობდა:

-А кто наши?

ადოლფზეც არ მახსოვს გადაბრუნებული სიტყვა პოლინას ლექსიკონში…

მე არ ვიცი, დღეს რას იტყოდა ბებიაჩემი…

მეც არ ვიცი, რა ვთქვა…

დედაჩემს  ლაპარაკი აღარ შეუძლია და ჩუმად ილოცებს თავისი ხალხისთვის… ღმერთო, ყველა დაიფარე დიდი ბოროტებისგან…

ვტირი…

მტკივა…

ვჩუმდები….“