როგორ ეხმაურებიან ქართველი ცნობილი სახეები უკრაინულ თემას: „ძირს 21-ე საუკუნის ჰიტლერი – ვალოდია!..“

ქართულ სოციალურ ქსელებში ძალიან აქტუალურია უკრაინის გარშემო შექმნილი დაძაბული ფონი და ომის მოლოდინი. უამრავი ცნობილი ადამიანი გამოთქვამს მოსაზრებას ამ თემაზე. ჩვენ რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ.

„მის საქართველო“, ნინი გოგიჩაიშვილი, რომელსაც უკრაინული ტელევიზიის ეთერში გადაცემა მიჰყავს, წერს:

„слава україні!

მშვიდობა უკრაინას!

21-ე საუკუნეში, როცა მსოფლიო გლობალურ პრობლებებზე ზრუნავს, ცდილობს ნანო ტექნოლოგიების გამოყენებით მდგრად განვითარებას ხელი შეუწყოს – ისტორია ისევ და ისევ მეორდება!

wfp სანამ ცდილობს იამენში მოსახლეობას შესახლებლობა ჰქონდეს ელემენტარულად შიმშილში არ ამოხდეს სული – გვინდა, არ გვინდა, ისევ ომის მოლოდინში უნდა ვიყოთ.

ჩემი თანადგომა უკრაინელ ხალხს, ჩემს კოლეგებს და არხს, სადაც ვმუშაობ!

ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს ელემენტარულს – მშვიდობას!“

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ამავე თემაზე წერს:

„ჩვენ საერთო მტერი გვყავს!

დიდება უკრაინას და დიდება ჩემს საქართველოს, ჩემს სამშობლოს!

ძირს 21-ე საუკუნის ჰიტლერი – ვალოდია!..“

უკრაინის დროშის ფერებში გამოეწყვნენ დღევანდელ გადაცემაში „სხვა შუადღის“ წამყვანები, სოფო ნარჩემაშვილი და გვანცა დარასელია. გადაცემის ოფიციალურ გვერდზე მათი ფოტო გამოქვეყნდა: „ჩვენი სოლიდარობა უკრაინას! „სხვა შუადღის“ წამყვანები უკრაინის დროშის ფერებში…“