ტელეწამყვან თიკა ფაცაციას კოვიდი მესამედ დაუდასტურდა. მან გადაცემა ,,სხვა შუადღეში” ამის შესახებ ისაუბრა:
–რამდენჯერ შეიძლება კოვიდი მქონდეს, მითხარით, რამდენჯერ?! როგორც მწერენ, იშვიათობა არ ვარ, ბევრს ჰქონია სამჯერ გადატანილი. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ გრიპის მიმდინარეობას ჰგავს. მაგრამ რომ ვკითხულობ ჩემს მეგობრებში, ასახელებენ გონების გაფანტვას, ზოგად სისუსტეს, სიტყვების დავიწყებას და ა.შ.. ასე რომ, ძალიან მარტივად არ მიმდინარეობს. ყელის ტკივილი მაქვს, ხმა შემეცვალა, თავი მტკივა ეპიზოდურად, ცემინება და ცხვირში გაჭედვა.