მომღერალმა მანანა თოდაძემ ,,რუსთავი 2″-ის გადაცემაში ,,პრაიმ თაიმი” იმ ამოუხსნელ მოვლენებზე ილაპარაკა, რაც მის ცხოვრებაში მომხდარა.
–რელიგიური ვარ, ძალიან მწამს უფლის, მაგრამ ასევე ძალიან მწამს ასტროლოგიის. მე და მიშა ცაგარელი წლებია ვმეგობრობთ. ორჯერ მესიზმრა უფალი. სიკვდილის პირას ვიყავი, ჰაერში ჩამომისვა ხელები და განმკურნა. უფალმა გადამარჩინა. მე სამყაროს მომავალიც მაქვს ნანახი, სულ სხვანაირი სახლები, სულ სხვანაირი ცხოვრება, სულ სხვანაირი დამოკიდებულება, უფრო თანამედროვე და განვითარებული…
გოგი დოლიძე სანამ გარდაიცვლებოდა, სამი დღით ადრე ვნახე სიზმარი, ვითომ მის სახლში ვიყავი და კედლებიდან, ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა. ეს ძალიან ცუდად მენიშნა. სამი დღის შემდეგ გავიგე, რომ გოგი საშხაპეში შევიდა და დაიღუპა.