ქართველი რეპერის ლექს-სენის მეუღლე წარმოშობით უკრაინიდან არის. ტატიანა ბურია უკვე წლებია, რაც საქართველოში ცხოვრობს. მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, ტატიანა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ დედამისი საფრთხეშია და მის სამსახურში აფეთქება მოხდა.
ტატიანა:
– დედაჩემი საფრთხეშია. მის სამსახურში აფეთქება მოხდა. ბოლოს მასთან რომ ვილაპარაკე, პერსონალი სარდაფში იყო დამალული. ყველა ვინც პუტინის მხარეს ხართ, გისურვებთ ისე იყოთ ყოველთვის, როგორც ახლა მე ვარ.