ემიგრანტი ინგა სანიკიძე სოციალურ ქსელში წერს:
„გაოცებული ვარ ესპანელი ხალხის მხარდაჭერით უკრაინის მიმართ. კიდევ უფრო მეტად გაკვირვებული ვარ, რამხელა თანადგომას გვიცხადებენ ჩვენ, ქართველებს, როგორც ოკუპირებული ქვეყნის შვილებს.
ყველგან უკრაინის მხარდასაჭერი აქციებია. თითოეული ესპანელი, ვისაც კი ვიცნობ, მუდმივად მწერს და მამხნევებს. ეს ენერგია, რაც ახლა მთელ ქალაქშია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის!
Gracias a los españoles! Слава Україні!“