უკრაინელმა წყვილმა ქორწინების პირველ დღეს იარაღი აიღო ქვეყნის დასაცავად

ახალგაზრდა უკრაინელ წყვილს ქორწინების დღეს იარაღის ხელში აღება მოუწია. ეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოხალისეებსაც მისცეს იარაღი.

CNN-ის ცნობით, იარინა არიევა და სვიატოსლავ ფურსინი ქორწინებას მაისში გეგმავდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, წყვილის გეგმებიც შეიცვალა.

არიევამ და ფურსინმა, რომელთაც ერთმანეთი 2019 წლის ოქტომბერში, კიევში, საპროტესტო აქციაზე გაიცნეს, გადაწყვიტეს, ახლა დაქორწინებულიყვნენ, ვინაიდან არ იციან, რას უქადით მომავალი.

ცერემონია მიმდინარე კვირაში, კიევის წმინდა მიხეილის მონასტერში, სირენების ხმის ფონზე გაიმართა.

“სიტუაცია მძიმეა. ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ჩვენი მიწისთვის… შესაძლოა, მოვკვდეთ და უბრალოდ, გვინდოდა, ერთად ვყოფილიყავით ყოველივე ამის წინ”, — ამბობს იარინა არიევა.