“თქვენ ცოტა ალაოდ ხომ არ ხართ?… რას ნიშნავს თქვენი ეს ბოღმით და ტყუილით გაჯერებული მიმართვა?”

ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ბატონო გიორგი!

თქვენ ცოტა ალაოდ ხომ არ ხართ?…
რას ნიშნავს თქვენი ეს ბოღმით და ტყუილით გაჯერებული მიმართვა?
ანუ, მე, რომელიც ვიწონებ პრემიერის გადაწყვეტილებას, ქართველი არ ვარ?… ან სად წაიკითხეთ, ან მოისმინეთ, რომ ღარიბაშვილი და ჩვენ, ასობით ათასი მისი პოზიციის მომხრე, მხარს არ ვუჭერთ უკრაინელ ხალხს?….
როგორ არ გრცხვენიათ?…
ისე, ძალიან მაინტერესებს, თქვენ რა პოზიცია გაქვთ? ომი გინდათ? საქართველოს ჩართვა გსურთ კონფლიქტში, რომელის ფარგლებშიც ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება და რომელშიც არც არაფრის შეცვლა შეგვიძლია?….
არა, ერთი ფაქტორის შცვლას ნამდვილად შევძლებთ! . თუ ძალიან შევუჩხიკინებთ და თქვენსავით ბოღმით ვიმოქმედებთ, მეორე ცხელ წერტილს გავაჩენთ! დიახ, საქართველოში შევქმნით ომის კერას! გინდათ ეს?… ანუ გინდათ ეს თქვენ და სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს?,,,
ვერ მოგართვით!!!”