“მე ვარ მანანა კოზაკოვა!.. ვარ უკრაინელ ხალხთან ერთად!..“

მსახიობი მანანა კოზაკოვა სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მიუხედავად რუსული წარმოშობისა, მისთვის მიუღებელია რუსეთის ქმედებები უკრაინაში:

მიუხედავად იმისა, რომ ვარ მანანა კოზაკოვა, მიუხედავად იმისა, რომ ვარ რუსული კულტურის მსახურის, დიდი მსახიობის შვილი. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად განვიცდი ჩემი დაძმის ყველანაირ იზოლაციაში (ეკონომიკური, მორალური, მთელი მსოფლიოს ზიზღის) მოქცევას, ვარ უკრაინელ ხალხთან, იმიტომ, რომ მახსოვს რუსეთის ომი, დამოკიდებულება, მცოცავი ოკუპაცია და .. მე ვარ მანანა კოზაკოვა, მაშასადამე, ქართველი“.