“როგორც კი შესაძლებლობა იქნება, უკრაინაში ჩავალ და დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები”

ტელეწამყვანი მაია ასათიანი დედის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ როგორც კი შესაძლებელი გახდება უკრაინაში ჩავა და ომის დროს დაობლებულ ბავშვს იშვილებს.

“ბოლო 5 წელია ეს დღე ყველაზე მძიმეა ჩემთვის, როცა დედის დღეს მილოცავენ. თუმცა ჩემი ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება სწორედ დღეს მივიღე. როგორც კი შესაძლებელი იქნება, უკრაინაში ჩავალ და ომის დროს დაობლებული ბავშვის ან ბავშვების დედა გავხდები”, – წერს ასათიანი სოციალურ ქსელში.