ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა რუსეთი კერძო თვითმფრინავით დატოვეს

რუსული ესტრადის ვარსკვლავებმა, ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა ორ შვილთან ერთად რუსეთი დატოვეს – ამის შესახენ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ისინი კერძო თვითმფრინავით ქვეყნიდან გაფრინდნენ. ცოლ-ქმარი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებდნენ.

,,დილიდან ვარ კავშირზე ჩემს ახლობლებთან და მეგობრებთან უკრაინაში. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ ახლა. როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი? ამ ომს გამართლება არ აქვს! არა ამ ომს!” – წერდა გალკინი ომის დაწყებიდან პირველივე დღეს.