რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ,,იმედის” ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხალხს პირდაპირი ეთერით კი არ მიმართა, ეს იყო ჩანაწერი.
-მე არასდროს წავალ ნაციონალების ორგანიზებულ აქციაზე. ზელენსკის გამოსვლა გამოიყენეს. ეს, რა თქმა უნდა, ჩაწერილია და არ არის პირდაპირი ეთერი, ეს ფაქტია და ნამდვილად ვიცი. ზელენსკისთან პირადად მე არ მაქვს ბოდიში მოსახდელი, იმიტომ, რომ უკრაინელ ხალხს უპირობოდ ვუჭერ მხარს, მაგრამ ვერასდროს გავიგებ და არ გავიგებ, რომ მის გვერდით არის არახამია და მთელი გენერალიტეტი ნაცების, – განაცხადა ქეთი დოლიძემ.