ფრანგული მოდის სახლის, “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია, რომელმაც ახლახანს ახალი კოლექციის ჩვენება გამართა, უკრაინაში რუსული აგრესიის ტემას ეხმიანება.
“უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩემში ტკივილი გააღვიძა იმ წარსული ტრავმის, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, როდესაც იგივე რამ მოხდა ჩემს ქვეყანაშიც და მე სამუდამოდ ლტოლვილი გავხდი.
სამუდამო ლტოლვილი იმიტომ, რომ ეს ისეთი რამაა, რაც მუდამ შენში რჩება. შიში, უიმედობა განცდა, რომ არავის სჭირდები. მაგრამ ამავდროულად, გავაანალიზე ძალიან მნიშვნელოვანი რამ ცხოვრებაში, რომ მნიშნველოვანია თვითონ ცხოვრება, ადამიანების სიყვარული და თანაგრძნობა.
სწორედ ამიტომ, ამ კვირაში ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო შოუზე მუშაობა. რადგან ასეთ დროს, მოდა კარგავს არსებობის უფლებასაც. მოდის კვირეული აბსურდულად გამოიყურება.
მე ვფიქრობდი, რომ გამეუქმებინა შოუ, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ყველა ძალიან ველოდით. მაგრამ შემდეგ, ვიფიქრე, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნებოდა დანებება ეშმაკთან, რომელმაც უკვე საკმარისი ტკივილი მომაყენა, თითქმის 30 წლის განმავლობაში და გადავწყვიტე, მისთვის მსხვერპლი არ შემეწირა.
შოუს დამატებითი განმარტება არ სჭირდება. ის ეძღვნება უშიშრობას, გამძლეობას, მშვიდობის და სიყვარულის გამარჯვებას”, – ამბობს დემნა გვასალია, რომლის სიტყვებსაც “ინსტაგრამ” გვერდი Demnagram აქვეყნებს.