“თხუნელები” გვირაბიდან გასასვლელ გზებს ეძებენ”

ისღა დამრჩენია გაერთიანებულ ოპოზიციას მივულოცო ასეთი ლიდერი! ზუსტად ეს არის მათი სახე. საერთაშორისო არეალზე ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკი და სხვები შეშფოთებულ, აღშფოთებულები სოციალურ ქსელში შესაძლოა ბევრ რამეს წერენ, მაგრამ აშკარაა მათთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებითა და სულ მინიმუმ, მათი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენების ხარჯზე “თხუნელები” გვირაბიდან გასასვლელ გზებს ეძებენ,- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს და შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გიორგი რურუა ოპოზიციის ლიდერად მოიხსენია.

იურისტის თქმით, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს დონალდ ტუსკსა და კარპენტერს გიორგი რურუა ოპოზიციის ლიდერად თავად არ დაესიზმრებოდათ.

,,გიორგი რურუა, იგივე ჟორიკა, პოლიტპატიმრის სტატუსით ელოდება მოსალოდნელ შეწყალებას, მაგრამ “შეწყალება” იგვიანებს და ფანჩატურის პოლიტიკოსების გადაწყვეტილება, გიორგი რურუას ლიდერად არჩევის შესახებ ჯერ ჯერობით მეორე სვლაა. ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს დონალდ ტუსკსა და შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილ თანაშემწეს კარპენტერს გიორგი რურუა ოპოზიციის ლიდერად თავად არ დაესიზმრებოდათ. კარგი გუნდის ლიდერს უამრავი თვისება უნდა ჰქონდეს, გაწონასწორებულობა, სიმტკიცე,სიმშვიდე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა და სხვა. ერთ – ერთი უმთავრესია იყოს თავდაჯერებული,მაგრამ არა მჩაგვრელი. მჩაგვრელი მჩაგვრელს ირჩევ და აქ რაღა გასახსენებელია გიორგი რურუას მიმართ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან არსებული პრეტენზიები. სამეგრელოში აწიოკებული ოჯახებიდან თორაძეების გაუბედურებულ ოჯახამდე.
ისღა დამრჩენია გაერთიანებულ ოპოზიციას მივულოცო ასეთი ლიდერი! ზუსტად ეს არის მათი სახე. საერთაშორისო არეალზე ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკი და სხვები შეშფოთებულ, აღშფოთებულები სოციალურ ქსელში შესაძლოა ბევრ რამეს წერენ მაგრამ აშკარაა მათთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებითა და სულ მინიმუმ მათი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენების ხარჯზე “თხუნელები” გვირაბიდან გასასვლელ გზებს ეძებენ”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.