თეა წულუკიანის ქალიშვილი 5 წლის გახდა – ბედნიერმა დედამ გოგონას ულამაზესი ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გოგონა დღეს 5 წლის გახდა. თავისი ლამაზი ქალიშვილის ფოტო თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მეუღლე, ნუგო კაკულიაც მონიშნა.

წყვილს ერთი შვილი ჰყავს. მერიკო ძალიან ჭკვიანი გოგონაა და როგორც თეა წულუკიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მას საქმიანობასთან და კრიტიკასთან დაკავშირებითაც კი უსვამს ხოლმე შეკითხვებს, დედისგან კი მშვიდ პასუხებს იღებს.

თეა წულუკიანი და ნუგო კაკულია ბავშვის დაბადების დღესთან დაკავშირებით უამრავ თბილ მილოცვას იღებენ.