უკრაინული წარმოშობის მომღერალმა, ვერა ბრეჟნევამ რუსეთი დატოვა. ქალი ამჟამად პოლონეთში იმყოფება და უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება.
“ღამით ვოცნებობდი, რომ ეს ტანკები, აფეთქებები და დანგრეულ სახლები სიზმარი ყოფილიყო, მაგრამ გამეღვიძა და უკრაინაში რეალობა კიდევ უფრო უარესია“, – თქვა მომღერალმა.
როგორც “ინსტაგრამზე” მომღერალმა აღნიშნა, ის პოლონეთში ქალიშვილთან ერთად ჩავიდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ ქალიშვილთან.
“ეს სამუშაო არ არის ანაზღაურებადი, მაგრამ დაღლილობის გარდა ბევრი სარგებელი მოაქვს. ჩვენ, მთელი კაცობრიობა გამოცდის წინაშე ვდგავართ. სხვადასხვა ფორმით მოხალისეობა ხშირად უმადური სამსახურია, მაგრამ ნუ ელოდებით მადლიერებას. ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შემიძლია”, – ამბობს ვარსკვლავი.
ვერა ბრეჟნევამ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან დაგმო რუსეთის ხელისუფლების მოქმედება. მან თქვა, რომ კიევში მისი ოჯახის წევრებს – ქმარსა და დედას ცეცხლი გაუხსნეს და რუსეთს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ ბრეჟნევას ორი გოგონა ჰყავს 20 წლის სონია და 12 წლის სარა კიპერმანი. სარა ვერა ბრეჟნევას პირველი ოფიციალური ქმრის, მიხაილ კიპერმანის ქალიშვილია. სონიას მამა ვიტალი ვოიჩენკოა, რომელთანაც ვერა რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა სამოქალაქო ქორწინებაში. მომღერალი ამჟამად პროდიუსერ კონსტანტინე მელაძეზეა დაქორწინებული.