როგორ შეიძლება არ შეგებრალოს ის ხალხი, რომლებიც დასაკლავად გამზადებული ცხვრის ფარასავით მიჰყვება ბელადს, რომელიც სატელეფონო საუბრების დროს პირდაპირ ამბობს, თუ რა აზრი აქვს თავის “თანამებრძოლებზე”, – ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს.
“ოდნავ სერიოზულად რომ დავფიქრდეთ დღევანდელ “პოლიტიკურ სპექტრზე” სერიოზული მსჯელობა ფაქტობრივად შეუძლებელია.
შეუძლებელია იმ აბსოლუტურად არაადექვატური ქმედებების გამო, რასაც ისინი სჩადიან.
აბა როგორ შეიძლება დადებითი მარცვალი დავინახოთ იმ რეაქციებში, რაც მკვლელობის მცდელობის აღკვეთას მოჰყვა?
როგორ შეიძლება არ შეგებრალოს ის ხალხი, რომლებიც დასაკლავად გამზადებული ცხვრის ფარასავით მიჰყვება ბელადს, რომელიც სატელეფონო საუბრების დროს პირდაპირ ამბობს, თუ რა აზრი აქვს თავის “თანამებრძოლებზე”.
როგორ შეიძლება იფიქრო იმ ხალხის კანონმდებლებად არჩევაზე, რომლებიც ისეთ უაზრო მალაყებს აკეთებენ რომ ნებისმიერი ოროსანი კლოუნი დასცინებს.
კიდევ უამრავი რამის დაწერა შეიძლება’ მაგრამ არ დავწერ იმიტომ რომ ყველანი ვხედავთ და ყველამ ვიცით.
არადა ნოემბრამდე ამ უაზრობის ატანა მოგვიწევს”, – წერს გაბრიჭიძე.
უკრაინულმა ვებგვერდმა obozrevatel.com უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზეა საუბარი.