,,აქ რომ მეწიკვინებით ეს ხაშურელები, თუ ამდენი ხართ, მიადექით თქვენს მერიას და სთხოვეთ, ხელი შეავლოს ქალაქს, რომ მერე ,,ჩემნაირების” იუმორისტულ ჩანართებში აღარ გახდეთ მოსახსენიებლები, ასე არ სჯობს”, – ასე უპასუხა ბლოგერმა გურამ შეროზიამ ხაშურლებს, რომლებიც მას გუშინ დაწერილი პოსტის გამო გაუნაწყენდნენ.
,,ახალი ჰობი მაქვს, რუსულ ტელეგრამჯგუფებში ვარ და უხვად გავცემ რჩევებს:
– სად არის ყველაზე კარგი უბანი საცხოვრებლად? – ლილოს დასახლება.
– რომელ ქალაქს მირჩევთ საცხოვრებლად? – ხაშურიი.
– სად ვჭამო გემრიელად? – ვარკეთილში ხინკლის სახლიი.
– სად სჯობს ცურვა? – მტკვარში.
– ტაქსებზე რა ვქნათ? – ხელი აუქნიეთ ქუჩაში, აპები არ ვარგა.
– ტელეფონის ნომერიი? – ბილაინი.
– საცურაო აუზი: ლაგუნა ვერე, ღამით ჩახტით, თავით.
– ღამის გართობაა? – შარდენი.
– რომელ არხს ვუყუროთ? ლიდერტივი
– რომელ სამოდელო სააგენტოს მივებაროთ? – გ. მასხულიას
– რომელი გაზეთი წავიკითხო? – ასავალ-დასავალი
– აცრებთან დაკავშირებით ვის მივმართო კონსულტაციაზე? – ხატია სიჭინავას”, – დაწერა გურამ შეროზიამ.