მეგან მარკლი პოლიტიკაში მიდის

უცხოური მედიასაშუალებები, მათ შორის Daily Mail და Honey მეგან მარკლის უახლეს გადაწყვეტილებაზე ალაპარაკდნენ, როგორც ირკვევა, სასექსის ჰერცოგინიას საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვს და მალე პოლიტიკაში წასვლას გეგმავს.

 

როგორც სტატიებში იკითხება, მისთვის არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობაა შორეული მიზანი და ეცდება ამისთვის ყველაფერი გააკეთოს.

 

“მისი თქმით, ახლა ისე როგორც არასდროს, საჭიროა მისი მოქმედება როგორც ლიდერის. ის გრძნობს რომ მისი როლი გაცილებით უფრო შორს შეიძლება წავიდეს ვიდრე სამსახიობო კარიერაა და ამისთვის უკვე აქვს მოლაპარაკებები წამყვან ფლაგმანებთან. რასაც ამერიკაში Black Lives Matter-ის კამპანიაც ემატება, რომელშიც მეგან მარკლს, როგორც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პირველ ფერადკანიან წევრს, დიდი მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს.