მე და ექს-პრეზიდენტი“, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს, ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში:
„მე და ექს-პრეზიდენტი
მე და სააკაშვილს ამ ფოტოებზე ტელეფონები გვიკავია ხელში, მას სასაცილოდ აქვს საქმე, მე კი სატირლად.
თუმცა, მე და სააკაშვილს, ორივეს საქართველო გვენატრება.
მე დედის საფლავი მენატრება, მას კი პრეზიდენტის სავარძელი.
მე ძმები, ოჯახი, მეგობრები მენატრება, მას კი გართობა.
მას ფული არ აკლია, მე კი საერთოდ არ მაქვს.
ის მუშაობს, მე კი ვმათხოვრობ.
მას სასახლეები დედამ აუშენა (ცრუპენტელა), მე კი სამადლოდ შემიკედლეს კეთილმა ადამიანებმა.
მან უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ითხლიშა ჯიბეში, მე საქართველოს არ გავცვლი არაფრის გულისთვის,“ – წერს ამირან ბუთურიშვილი.