“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესა და “ტვ “პირველის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს შორის დაპირისპირება გრძელდება.
ამჯერად, ნიკა მელია და ნოდარ მელაძე ერთმანეთს კომენტარებში შეეკამათნენ.
“ნიკა მელია: ცოტა ხანში თავი შეიძლება წმინდანადაც გამოაცხადო, ნუ მედია წმინდანად მაინც
იმედია, იქამდე არ მიხვალ…
ნოდარ მელაძე: რა უხერხულია! მიდი გააგრძელეთ აბა კიდე რას იტყვით? “აჯენდაში” შემდეგი რა მოდის?
ნიკა მელია: ნოდარ, ბნელ ოთახში შეიძლება დიდხანს ეძებო შავი კატა, დაგათენდეს და აღმოაჩინო რომ ოთახი ცარიელია. აანთე ფანარი
ნოდარ მელაძე: ბნელი ოთახი რომელია? დაცვას რომ ხალხი გაჰყავს?”
მელიასა და მელაძის დაპირისპირებას კომენტარებში ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც.
“არ მჯერა, რასაც ვკითხულობ და რა სამწუხაროა, ძალიან, ძალიან სამწუხარო!”- წერს ინგა გრიგოლია.