დოდო ნაცვლიშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

დოდო ნაცვლიშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. მას ლეიკემია აქვს და თურქეთში ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება.

“მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება, მაქვს დიაგნოზი – მწვავე მიელოიდური ლეიკემია🤕, ქიმიებს ვიკეთებ უკვე 3 თვეა და წარმატებით, კარგი ანალიზებით ვამთავრებ, 85% ცუდი უჯრედებიდან 2.5%ია დარჩენილი💪💪💪 2-0🙂, თუმცა…მჭირდება თურქეთში ძვლის ტვინის გადანერგვა, ამის გარეშე დაავადებას ვერ დავამარცხებ და ეს ოპერაცია ჯდება 80-85000$👀 დონორიანად, დრო მაქვს 10 ივლისამდე, (ან ქიმიების დაწყება მომიწევს თავიდან), ნაწილს, იმედი მაქვს მერია დამიფინანსებს, დანარჩენი უნდა მოვაგროვო და ეს თქვენს გარეშე არ გამომივა…🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏

დამეხმარეთ ვისაც შეგიძლიათ და ასევე გააზიარეთ გთხოვთ.

#GE36BG0000000131227873

საქართველოს ბანკი

დოდო ნაცვლიშვილი