ჟურნალისტი ლაშა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც 2012 წელს საარცევნო უბანზე გადაღებული კადრებია ასახული.
“ეს გვახსოვს? ნაციონალური არჩევნები!
აი ხო საშინელი კადრებია, დაზაფრული და შეშინებული ხალხი, საარჩევნო უბანზე დატყვევებული კომისიის წევრები, მაგრამ ეს რა არის
სვანეთში უფრო შორსაც წავიდნენ!
გვახსოვს არჩევნების ღამეს ჩაბნელებული მესტია, ზუგდიდიდან სპეცრაზმთან ერთად ამოვარდნილი შეიარაღებული გუბერნატორი გოროზია, იმავე ღამეს სახლებიდან მოტაცებული ახლადარჩეული საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, შეშინებული და ატირებული ბავშვები, რომ ვერ გაეგოთ ნიღბიანებმა მათი მშობლები სად წაიყვანეს, რამდენი რამე გვახსოვს.
ასეთი იყო ნაციონალური არჩევნები! მიშას, გიგას, ვანოს, გიგის და ათასი სირის არჩევნები, უგულო არაკაცების ბოგინი და ფსიქოფატების თარეში!
და დღეს ნაციონალური მოძრაობაო, იგივე ხალხით, იგივე არაკაცებით, თან არჩევნებითო” – წერს ჯაფარიძე.