“რა ლექციების აკრძალვა?! რა ტუალეტთან ფოტოს ჩამოკიდება?! ხომ კარგად ხართ საერთოდ?!”

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი ერეკლე მეორის შესახებ ლევან ბერძენიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავს ისევ ახალი მტრების ძიებით ვხვდებით, თითქოს ძველი მტრები გვაკლდეს.
სრულ საგიჟეს ვადევნებთ თვალს ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით. რა ლექციების აკრძლავა?! რა ტუალეტთან ფოტოს ჩამოკიდება?! ხომ კარგად ხართ საერთოდ?!

გავიგეთ, რომ მოღალატე არ უნდა ეთქვა. გააკრიტიკეთ ამისთვის და დაამთავრეთ! ადამიანსთვის გადავლა და მტრად გამოცხადება, თუნდაც არსწორი აზრის გამო, რა უბედურებაა?! ეს რატომ გახდა მთავარი ეროვნული საქმიანობა?! რა ვნებაა ამისთანა?!”, – წერს მეტრეველი.