„ო ღმერთო, ის ისეთი მოდურია“ – ანუკი არეშიძის შეფასება კახა კალაძის ფოტოებზე

თბილისის მერი კახა კალაძე ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. ამჯერად კახა კალაძემ პირადი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც არაჩვეულებრივ ფორმაში გამოიყურება.

ფოტოებმა კახას გამომწერებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა, კომპლიმენტი არც მისმა მეუღლემ ანუკი არეშიძემ არ დაიშურა და შემდეგი სახის კომენტარი განათავსა: „ღმერთო ჩემო!!! ის ისეთი მოდურია“.