რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა ქალიშვილის დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნა. ოჯახი სანდრა პავლიაშვილის იუბილესთვის სპეციალურად სოჭში ჩაფრინდა და საღამოს რესტორან Gold Marin-ში მოილხინა.
“გილოცავ დაბადების დღეს, ძვირფასო სანდრა! მადლობა, ძვირფასო სოჭო! ასეთი საღამოებიდან იქმნება ბედნიერება… ცხოვრება კაიფია…“ – წერს მომღერალი და წვეულებიდან ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს…
სანდრა პავლიაშვილი მომღერლის უმცროსი ქალიშვილია, რომელიც მოცეკვავე ირინა პატალახისგან შეეძინა. წყვილს კიდევ ერთი საერთო შვილი, უფროსი გოგონა ჰყავს. მოსკოვში სოსო პავლიაშვილთან ერთად ცხოვრობს მისი ვაჟი – ლევანი პირველი ქორწინებიდან.
სანდრა პავლიაშვილი მამის კვალს გაჰყვა და ბედს სიმღერაში ცდის. საღამოზე მომღერლის ქალიშვილმა თავისი პირველი სიმღერა შეასრულა. სოსო პავლიაშვილმა ოჯახური დღესასწაულის ამსახველი ვიდეოები, რუსეთში აკრძალულ “ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.