“მოკლე დროში დავქორწინდით. არც ის მიცნობდა კარგად, არც მე ვიცნობდი… ეს ქორწინება გარიგებით არ შემდგარა”

მომ­ღე­რალ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა­ში “ნო­ეს­თან“ ვრცლად ისა­უბ­რა ყო­ფილ ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, გარ­დაც­ვლილ მა­მა­ზე, ბე­ბი­ა­ზეც…

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი:

“გა­თხო­ვე­ბის დროს ემო­ცი­უ­რად ვფიქ­რობ­დი, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ­დი თავს. მაგ­რამ ჩვენ ერ­თმა­ნეთს კარ­გად არ ვიც­ნობ­დით. ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში დავ­ქორ­წინ­დით. არც ის მიც­ნობ­და კარ­გად, არ იცო­და ჩემი ხა­სი­ა­თი და არც – მე. ალ­ბათ, მა­გი­ტომ მოხ­და ასე მალე ჩვე­ნი გან­ქორ­წი­ნე­ბა.

შე­იძ­ლე­ბო­და მეც ან­გა­რი­ში გა­მე­წია, მა­საც და უფრო დიდ­ხანს ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ერ­თად, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ასე დამ­თავ­რდე­ბო­და, რო­გორც დამ­თავ­რდა.

ეს ქორ­წი­ნე­ბა გა­რი­გე­ბით არ შემ­დგა­რა. მოს­კოვ­ში რა­ღაც კონ­ცერ­ტი ტარ­დე­ბო­და და ის ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ასე გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი”.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა ეს ქორ­წი­ნე­ბა მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­მა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა…

“დე­დო­ბის­თვის მზად ვი­ყა­ვი. 26 წლის გავ­თხოვ­დი და ვფიქ­რობ, ნორ­მა­ლუ­რი ასა­კია. ასე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არ­სე­ბობს. რაც არ უნდა ვა­კე­თოთ და შევ­ქმნათ, მთა­ვა­რი მა­ინც შვი­ლე­ბია. ელე­ნე აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ჩემ­გან, მისი ხა­სი­ა­თი ბევ­რად უფრო მომ­წონს, ვიდ­რე ჩემი. მას შე­უძ­ლია სით­ბოს გად­მო­ცე­მა, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, მე არ მაქვს, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ…” – თქვა მომ­ღე­რალ­მა გა­და­ცე­მა­ში.

კი­თხვა­ზე, მა­რი­ხუ­ა­ნა აქვს თუ არა გა­სინ­ჯუ­ლი, ბა­დუ­რაშ­ვილ­მა და­დე­ბი­თად უპა­სუ­ხა და იქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ნო­ეს­თან ერ­თად მოხ­და… ნი­ნიმ მა­მა­ზე და ბე­ბი­ა­ზეც ისა­უბ­რა:

“ლალი ჩემი ძა­ლი­ან დიდი მე­გო­ბა­რი იყო, კე­თი­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვედ მო­აზ­როვ­ნე ქალი. ის იყო საყ­რდე­ნი კე­დე­ლი მა­მა­ჩე­მის, ბი­ძა­ჩე­მის და ბა­ბუ­ა­სი. რო­დე­საც ლალი წა­ვი­და, იმ ოჯა­ხი­დან დარ­ჩა მხო­ლოდ ბიძა… ის იყო ბურ­ჯი, რომ­ლის გარ­შე­მოც ტრი­ა­ლებ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი ტკი­ვი­ლი ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი, არა­სო­დეს გაგ­რძნო­ბი­ნებ­და, რომ ცუ­დად იყო. ყვე­ლა გა­და­ცე­მის შემ­დეგ მი­რე­კავ­და ხოლ­მე, გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის დიდ კო­რი­ან­ტელს აყე­ნებ­და. ბი­ძას­თან მივ­დი­ვარ, ვნა­ხუ­ლობ, მაგ­რამ ის სული აღარ არის, რაც ტრი­ა­ლებ­და იმ სახ­ლში.

ერეკ­ლე და­მე­სიზ­მრა გა­და­ცე­მა­ში მოს­ვლის წინ. მის­მა სა­უ­ბარ­მა გა­მაღ­ვი­ძა, აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი ლა­პა­რა­კობ­და. ერეკ­ლე რომ მე­სიზ­მრე­ბა, ჩემი ახ­ლობ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ვი­გებ. ასეც მოხ­და, დღეს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი გა­ვი­გე. ხში­რად ვხე­დავ სიზ­მარ­ში და რა­ღა­ცას მაფრ­თხი­ლებს. იქ თუ რა­ღაც არ­სე­ბობს, გა­მო­დის, რომ ის სულ ჩემ­თან არის, იმ­დე­ნად ხში­რად ვხე­დავ. ის მარ­თლაც ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი მე­გო­ბა­რი იყო. იცით, რამ­დენ­ჯერ მდო­მე­ბია, რომ და­ვურ­ე­კო, მაგ­რამ მერე ვი­აზ­რებ, რომ აღარ შე­მიძ­ლია. მამა და ლალი დღემ­დე მყავს ჩა­წე­რი­ლი ტე­ლე­ფონ­ში.

ბო­ლოს, რო­დე­საც მამა ავად იყო, მგო­ნია, რომ უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მო­მე­ჩი­ნა, მაგ­რამ წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნდა, რომ ადა­მი­ა­ნი გა­ცივ­დეს და მოხ­დეს ის, რაც მოხ­და. ვფიქ­რობ ხოლ­მე, მე ხომ არ უნდა წა­მეყ­ვა­ნა ძა­ლით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, იმი­ტომ რომ ექი­მებს არ გაყ­ვა. ის სა­ოც­რად თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე იყო…”

 

https://www.ambebi.ge/