პუბლიცისტი დავით კალანდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ეს საცოდავი გიორგი ვაშაძე სექტემბრიდან საპროტესტო აქციებს აანონსებს.
შემეცოდა!
როგორ უნდა, რომ რამეს წარმოადგენდეს, რომ მისი სიტყვა რამეს წყვეტდეს, რომ მას ვინმე უსმენდეს და მის დაძახილზე გამოვიდეს და… და მერე უკან არ შევიდეს.
-ბატონო ჩვენო, შენ ხარ ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე გავლენიანი, ყველაზე ლამაზი, და ხალხი შენ მხარეს იყო, არის და იქნება. ხო, ერთი-ორი ათასი გვასესხე რა, სანამ დაიწყება…
გახარებული ჭიჭეც იყოფს ხელს ლაპატნიკში და გულუხვად ასესხებს ფულს სერგოსაც და პაატას. და არიან ასე.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ალბათ ჭიჭე ჩაიხედავს ლაპატნიკში, დაფიქრდება და ჰკითხავს:
– კი, მაგრამ, ფულს როდის დამიბრუნებთ?
-აი, დაიწყო! – იტყვიან სერგო და პაატა და სხვის ნავში გადახტებიან.
ვერ წარმომიდგენია ისეთი ნავი, რომელიც მათ გადახტომას მიესალმება, მაგრამ საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა, შეიძლება რომელიმე პოლიტიკურმა ნავმა ჩაისვას სერგოცა და პაატაც.
ჯერჯერობით კი არის ჭიჭე მხნედ და სექტემბრიდან საპროტესტო აქციებს აანონსებს.
აი, მეტი არაფერი მინდა, სექტემბერში მართლა მოაწყოს ჭიჭემ საპროტესტო აქცია.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ სერგო და პაატაც კი არ მივლენ იმ აქციაზე.
და იდგება ჭიჭე ტრიბუნასთან ეულად, და როგორც ასოლი ელოდებოდა კაპიტან გრეის, ისე დაელოდება სერგოსა და პაატას. მაგრამ სერგო და პაატა იმ დროს უკვე შორს იქნებიან, ცხენებზე შემომსხდარნი და სხვა პოლიტიკური ნავებისკენ გაჭენებულნი.
მე კეთილი ადამიანი ვარ და სიტყვას ვაძლევ ჭიჭე ვაშაძეს, რომ სექტემბერში გავალ მის აქციაზე და სერიოზული სახით დავუდგები წინ, მოვისმენ მის გულამოსკვნილ ქვითინს და ცხვირსახოცსაც გავუწვდი, რათა მოიხოცოს.
იმ ცხვირსახოცს უკან აღარ გამოვართმევ…
(ციკლიდან “ჭიჭე-მიჭე, ღოჯი კრიჭე”)“, – წერს პუბლიცისტი.