მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში, მისი შვილის მიერ ბავშვობაში დაწერილ წერილს აქვეყნებს, რომლითაც ლევანმა დედას 8 მარტი მიულოცა.
„ახლა რას მისურვებ, გენაცვალოს შენ შენი დედიკო. ჩემო ჭკვიანო, უკვე დიდო და საამაყო კაცო”, – წერს მელიტა ფურცელაძე.
ლევან კბილაშვილის ბავშვობაში დაწერილ წერილში წერია: „ჩემო საყვარელო დედიკო გილოცავ 8 მარტს! გისურვებ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას. მინდა, რომ მრავალი ქალთა დღე მომელოცოს შენთვის. შენი ცელქი ლევანიკო”.
ლევან კბილაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.