რაჭაში 21 წლის მომღერალი გარდაიცვალა

ონის კულტურის სახლი სოციალურ ქსელში 21 წლის მომღერლის, ლუკა გაგნიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„უდიდესია ჩვენი ტკივილი ჩვენი ძვირფასი ლუკა გაგნიძის გარდაცვალების გამო. მან ჩვენს კედლებში არაერთი დღე გაატარა ხალხურ შემოქმედებასთან თანაზიარებაში.

ის თავისი ღირსეული ბაბუის ღირსეული შთამომავალი იქნებოდა, რადგან სწორედ მისი ხმის მადლს ვხედავდით ლუკაში.

საოცრად ჰგავდა, ხმით, მანერებით, ადამიანობით… მაგრამ ვაი, რომ წუთისოფელში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა, როგორც ვგეგმავთ.

დღეს, ონელებისათვის მძიმე დღეა – ჩვენს კალთაში ამოზრდილ უსაყვარლეს ლუკას ვემშვიდობებით… მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური მიწა ჩვენო საყვარელო ლუკა.” – აღნიშნულია სამძიმრის წერილში. 

“ლუკაა…  ყველაზე მხიარულო და ყველაზე ღიმილიანო, გული მეწვის, რომ ვწერ ამას, მაგრამ სხვა გზა და საშუალება აღარ არის… შენნაირი ადამიანებს მიწაში რა უნდათ, ზემოდან უნდა იარონ, მაგრამ ამ ცხოვრებაში სამართალი ხომ აღარ არსებობს…

შენ წინ წარმატებული კარიერა და შესაშური მომავალი გქონდა, მაგრამ წახვედი…” – წერს გარდაცვლილის ახლობელი. 

უცნობია რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი.